ჩაბარების ვადა:

12 სექტემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1741 - ტენდერი ბექთაქარის საბადოს წყალგაყვანილობის გაყვანის სამუშაოების შესყიდვის მიზნით

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. განახლდა თანდართული ფაილი. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს კაუკაზუს მაინინგ გრუპ (CMG) აცხადებს ტენდერს ბექთაქარის საბადოს წყალგაყვანილობის გაყვანის სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

პროექტის განხორციელების ვადებია 25 სექტემბერი - 31 დეკემბერი 2016.

პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:

  • ძირითადი და დამხმარე სამთო აღჭურვილობის არსებობა სრულყოფილი მომსახურების გასაწევად, კერძოდ, ექსკავატორები, თვითმცლელები, გრეიდერები, ბულდოზერები, სარწყავი მანქანები.
  • სპეციალური ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არსებობა.
  • სარემონტო სახელოსნოს საკუთარი საამქროს არსებობა.
  • კვებისა და ცხოვრების საფასურს გადაიხდის კონტრაქტორი. შემკვეთი, თუკი არსებობს ასეთი შესაძლებლობა, უფლებამოსილია დახმარება გასწიოს განთავსებისა და კვების ორგანიზებაში, ანდა კონტრაქტორი, საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს მითითებულ ორგანიზებას.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა გრაფიკი) და ღირებულება.
  • სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 5 წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია.
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, თათა ბუკიას სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის 1/9.
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება შესაძლებელია ბატონ იური ჩენჩიკთან - 577370957
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 12 სექტემბერი 17:00 საათი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ