ჩაბარების ვადა:

8 სექტემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1743 - ტენდერი პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე.

# დასახელება სავარაუდო რაოდენობა ყოველთვიურად აღწერა
1 პოლიეთილენის პარკები 50 000 80 მიკრონიანი მაღალი სიმკვრივის, ზომა : 25X35
2 პოლიეთილენის პარკები საჭიროების შესაბამისად 20 მიკრონიანი მაღალი სიმკვრივის, ზომა : 15X25

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს საქონლის ნიმუშები. ნიმუშების მიწოდება უნდა მოხდეს ვლადიმერ სიჭინავას სახელზე, სათაო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელმა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები, საგარანტიო მომსახურება და ა.შ;
  • წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო საინფორმაციო მასალები, აღწერილობა, ბროშურები, ხარისხის სერთიფიკატები და სხვა;

სხვა პირობები:

  • თანხის გადახდა მოხდება შეთანახმების საფუძველზე;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • 80 მიკრონიან პოლიეთილენის პარკების ყოველთვიური სავარაუდო რაოდენობა განისაზღვრება 50 000 ერთეულით - ყოველი თვის 1 რიცხვში;
  • 20 მიკრონიან პოლიეთილენის პარკებზე ბანკის შეკვეთის რაოდენობა - საჭიროების შესაბამისად;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ვლადიმერ სიჭინავა
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4617)
მობ.:(+995 599) 74 00 41
ელ-ფოსტა: lsichinava@bog.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 8 სექტემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=638&lang=geo