ჩაბარების ვადა:

12 სექტემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1744 - ტენდერი ავტომანქანების რეცხვის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ავტომანქანების რეცხვის მომსახურებაზე.

ავტომანქანების აღწერილობა:

  • მიკრო ავტობუსი/ჯიპი
  • საკურიერო ფურგუნი/სედანი

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის და პუნქტი #2-ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება;

სხვა პირობები:

  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • მომწოდებელმა მომსახურება უნდა გაგვიწიოს თბილისის მაშტაბით (სასურველია სამრეცხაო მდებარეობდეს ბანკის ავტოპარკიდან მდებარე: ჯავახიშვილის ქ.#14, არაუმეტეს 1,5 კმ-ის დაშორებით);
  • მომსახურების შეფერხების გარეშე გაწევის მიზნით ერთ ობიექტზე უნდა იყო ორი ან მეტი სამრეცხაო ბოქსი;
  • ბანკის მანქანები სამრეცხაოზე უნდა სარგებლობდნენ ურიგოდ;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბესო ქიტიაშვილი
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4619)
მობ.:(+995 555) 000 778
ელ-ფოსტა: bkitiashvili@bog.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 12 სექტემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=639&lang=geo