ჩაბარების ვადა:

16 სექტემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1749 - ტენდერი სარეკლამო აბრების შესყიდვისა და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრების შესყიდვისა და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე.

პროდუქტისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

სხვა პირობები:

  • საგარანტიო პერიოდი: 1 წელი;
  • სარეკლამო აბრების მასალა და პროპორციები სტანდარტულია;
  • სარეკლამო აბრის გაბარიტების 10%-მდე ცვლილება და ფერის შეცვლა არ უნდა აისახოს ფასზე;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge ;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 6 სექტემბრიდან 2016 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები, საგარანტიო მომსახურება და ა.შ;
  • წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო საინფორმაციო მასალები, აღწერილობა, ბროშურები, ხარისხის სერთიფიკატები და სხვა;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გენადი აფციაური
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4121)
მობ.:(+995 595) 599 030
ელ-ფოსტა: gaptsiauri@bog.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 16 სექტემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=641&lang=geo