ჩაბარების ვადა:

13 სექტემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1752 - ტენდერი ჰიდრო ელექტროსადგურის აგრეგატზე აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ჰიდრო ელექტროსადგურის აგრეგატზე აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე.

აღსადგენი ობიექტების ჩამონათვალი:

  • ტურბინის მუშათვალი;
  • ტურბინის ლილვი;
  • ტურბინის წინა და უკანა სახურავები.

დასამზადებელი ობიექტების ჩამონათვალი:

  • უძრავი ლაბირინთული შემჭიდროვების;
  • მაფიქსირებელი სპეც. ქანჩი.

არსებული მდგომარეობის აღწერა (დეფექტური აქტი) და დეტალების ნახაზები გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

შენიშვნა: სარეაბილიტაციო ობიექტების ორმხრივი ტრანსპორტირება მომწოდებლის საწარმოო ბაზაზე და ბაზიდან განხორციელდება დამკვეთის მიერ.

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 13 აგვისტოს 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; შესრულების ვადა - 40%; ანალოგიური გამოცდილება - 10%; გადახდის პირობა - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 88 11 66. საკონტაქტო პირი ლერი ჭიპაშვილი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ