ჩაბარების ვადა:

21 სექტემბერი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1758 - ტენდერი ქ. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე წყლის ჭაბურღილის მოწყობის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ქ. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე წყლის ჭაბურღილის მოწყობის თაობაზე:

  • ტექნიკური დავალების მოთხოვნები მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში #1;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში #2;
  • აფიდავიტი მოცემულია დანართში #3;

შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერა:

  • წყლის ჭაბურღილის სავარაუდო სიღრმე – არანაკლებ 80 მ.
  • ჭაბურღილმა უნდა უზრუნველყოს 1 სთ–ში მინიმუმ 6 მ³ სუფთა სასმელი წყლის წარმადობა, წელიწადის ნებისმიერ დროს.

შენიშვნა: გამომუშავებული სუფთა წყალი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #58 დადგენილებას, სასმელის წლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • შესასრულებელი სამუშაოების პირობები, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად (დანართი #1);
  • შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით);
  • ღირებულების გადახდის პირობა;*
  • მომსახურების ვადა (არ უნდა აღემატებოდეს 2016 წლის 15 ოქტომბერს);
  • საგარანტიო პირობები;

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის www.etenders.ge –ს საშუალებით (ტენდერის ნომერი : 49293) 2016 წლის 21 სექტემბერს, 15:00 სთ– მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა (დანართი #1 სახით). დანართი #1 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი "ექსელის" ფორმატში;
  • შევსებული აფიდატივი დანართის #3 სახით;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, დამკვეთთან შეთანხმებული/მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული დამკვეთის მიერ ბოლო 2 (ორი) თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა ანალოგიური სისტემებით შესრულებული სამუშაოების სრული სიის, მათგან არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციის, აფიდავიტისა და დანართის #1. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 10 დღითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

პრეტენდენტთა საყურადღებოდ!
ტენდერი ტარდება ერთი კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს ელეტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ საბოლოო სატენდერო წინადადებები (საბოლოო ფასები) უნდა იქნეს წარმოდგენილი.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
მანანა კაპანაძე,
შპს „ავერსის კლინიკა“,
მარნეულის ფილიალის მენეჯერი,
ტელ: 593221642,
ელ ფოსტა: manana.kapanadze@aversi.ge

გიორგი ფაციაშვილი,
შპს „ავერსის კლინიკა“,
სამეურნეო სამსახურის უფროსი,
ტელ: 577274744,
ელ.ფოსტა: giorgi.patsiashvili@aversi.ge

მარიამ გამხიტაშვილი,
შპს „ავერსის კლინიკა“,
იურისტი,
ტელ: 558101330,
ელ ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge .

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ