ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2016, 17:10

სტატუსი:

დასრულებული

T1760 - ტენდერი სტრუქტურული საკაბელო სისტემის ინსტალაციაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა ტენდერის დეტალური აღწერით (RFP) გათვალისწინებული მოთხოვნები. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია თანდართულ ფაილში.

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს სტრუქტურული საკაბელო სისტემების ინსტალაციაზე.

შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა:

  • სტრუქტურული საკაბელო სისტემები (ორმაგი წერტილის ინსტალაცია).

შენიშვნა: 

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

სხვა პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით, მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველჯერზე შესყიდული მომსახურების გაწევის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ჯამურად კალენდარულ წელიწადში არანაკლებ 2000 წერტილის მონტაჟის, მათ შორის ერთ ობიექტზე არანაკლებ 300 წერტილის მონტაჟის დამადასტურებელი ხელშეკრულებები;
  • სპეციფიკაციიდან გამომდინარე კომპანია მზად უნდა იყოს სამონტაჟო საქმიანობის 24/7 მხარდაჭერისთვის;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სტრუქტურული საკაბელო სისტემების მოწყობის ტოპოლოგიური ნახაზი;
  • ქსელური მონტაჟი უნდა მოხდეს მშენებლობის პარალელურ რეჟიმში, თაბაშირ-მუყაოს კედლის მიღმა, გოფრირებული მილების გამოყენებით, ასევე რბილ იატაკში;
  • დავალება წარმოდგენილია ნაგებობის პირობითი პროექტის საშუალებით (იხ. თანდართული ფაილები, სულ 53X2 ქსელის წერტილი).

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 13 სექტემბრიდან 2016 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • სატენდერო წინადადებას უნდა დაერთოს ინჟინრების კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
  • გამოყენებული სამონტაჟო მასალების სრული ჩამონათვალი და მასალების ხარისხის დამდასტურებელი დოკუმენტი;
  • დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • გამოყენებული მასალებისა და ელემენტების მოკლე სპეციფიკაცია:
    - Communication Rack;
    - Cat5e UTP solid cable;
    - Wall Mount Box double Keystone jack RJ45-თითოეილი მომხმარებლისთვის.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
თეა გიორგაძე
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (7435)
მობ.:(+995 599) 91 50 78
ელ-ფოსტა: theagiorgadze@bog.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 სექტემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=642&lang=geo