ჩაბარების ვადა:

28 სექტემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1762 - ტენდერი "ალაზანი 2" ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს "ალაზანი 2" ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • „ალაზანი 2“ ჰესის სადაწნეო აუზიდან ჰესის შენობამდე მისასვლელი არსებული 6 მეტრიანი სიგანისა და 2300 მეტრი სიგრძის გზის მოხრეშვისა და გზის ორივე მხარეს რკინა-ბეტონის არხის (50*50*50 სმ) მოწყობის პროექტირება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • „ალაზანი 2“ ჰესის უქმი წყალსადენის ტბორებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება.

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: საქართველო, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვეჯინი, „ალაზანი 2“ ჰესი, სიტუაციის გასაცნობად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 28 სექტემბრის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ანალოგიური გამოცდილება - 30%; შესრულების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge . ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 599 88 55 75, საკონტაქტო პირი - გიორგი ბერიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ