ჩაბარების ვადა:

19 სექტემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1763 - ფასთა გამოკითხვა დანადგარ-მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ფასთა გამოკითხვას დანადგარ-მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

სარემონტო ჩარხების ჩამონათვალი:

  • უნივერსალური სახარატო ჩარხი TT1647;
  • სახარატო ხრახნმჭრელი კომბინირებული ჩარხი 1M95;
  • ბრტყელი სახეხი ჩარხი 3Г-71;
  • რადიალური საბურღი ჩარხი 3H-55;

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი თითოეული ჩარხისთვის გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები).

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge . დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 19 სექტემბრის 17:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 70 78 16. საკონტაქტო პირი შოთა შუბლაძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ