ჩაბარების ვადა:

23 სექტემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1765 - ტენდერი ქეითერინგის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ქეითერინგის მომსახურებაზე.

შესასყიდი პროდუქტის დეტალური აღწერა:

  • ნებისმიერი ტიპის კვებით მომსახურება (სხვადასხვა მაშსტაბის ყავის შესვენება, ლანჩი, ღონისძიების ფურშეტი, როგორც თბილისის ფარგლებში, ასევე ქალაქგარეთ) ადგილზე მიტანის სერვისის ჩათვლით.

შენიშვნა: 

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

სხვა პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • მომწოდებელს უნდა შეეძლოს ოპერატიულად (1 დღით ადრე) შეკვეთის მიღება და განხორციელება ხარვეზების გარეშე;
  • მომწოდებელს უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო ინვენტარი მომსახურების უზრუნველსაყოფად, სისტემატიურად უნდა მოახდინოს ინვენტარის განახლება და სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
  • მომწოდებლის მომსახურებაში უნდა შედიოდეს კვალიფიციური პერსონალი სპეციალური ჩაცმულობითა და აღჭურვილობით;
  • მომწოდებელი ზედმიწევნით უნდა იცავდეს საკვების მომზადებისა და მომსახურების ყველა დადგენილ ნორმასა და ჰიგიენის წესებს;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად: 
    დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას 1 პერსონაზე საზეიმო ღონისძიების მენიუს ნიმუშს (კერძების და ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით). უნდა იყოს მითითებული კერძების შესაბამისი ფასი (ფორმატი - 1,45 ლარი). შეთავაზება ასევე უნდა მოიცავდეს ღონისძიების ამსახველ ფოტოსურათებს და რეკომენდაციას უშუალო დამკვეთებისგან (საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
თამარ კეკელია
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (7417)
მობ.:(+995 555) 97 57 07
ელ-ფოსტა:tkekelia@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 23 სექტემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=643&lang=geo