ჩაბარების ვადა:

23 სექტემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1767 - ფასთა გამოკითხვა ბჟუჟა ჰეს-ზე დაზიანებული არხისა და გზის გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ფასთა გამოკითხვას ბჟუჟა ჰეს-ზე დაზიანებული არხისა და გზის გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე.

დართულ ფაილში, გთხოვთ იხილოთ აღდგენითი სამუშაოების პროექტის განმარტებითი ბარათი და ნახაზები.

სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გომი, ბჟუჟა ჰესი;

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • სამშენებლო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 23 სექტემბრის 17:00 სთ-მდე;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 591 93 10 10; საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ