ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1779 - ტენდერი დასუფთავების მომსახურე კომპანიის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურე კომპანიის შერჩევაზე.

ტენდერი ჩატარდება სამ ლოტად:

  • ლოტი 1 - ავლაბრის სათავო ოფისის დასუფთავების მომსახურება;
  • ლოტი 2 - ვაკის ფილიალის დასუფთავების მომსახურება;
  • ლოტი 3 - ვირსალაძის ოფისის დასუფთავების მომსახურება.

მომსახურეობის დეტალური აღწერილობა მოცემულია თანდართულ ფაილად.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური კომპანია, რომელ(ებ)თანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი(იხ. თადართული ფაილი)(ღირებულება უნდა იყოს მოცემული ყოველთვიური ფიქსირებული გადახდით ობიექტების მიხედვით);
  • მომსახურების სქემის დეტალური აღწერილობა;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში დალუქული კონვერტით, ტენდერში მონაწილე კომპანიის საკონტაქო ინფორმაციის და ტენდერის დასახელების მითითებით: მისამართი: თბილისი 0103, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 ოქტომბერი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხთან და ობიექტების დათვალიერებასთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge , ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 1153).
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვაბზე დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილის, ფოსტის შემდეგ მისამართზე: andro.tatishvili@terabank.ge , ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 2008).

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ