ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1780 - ტენდერი უნიფორმების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #-EF-GE/262
ბ) დანიშნულება: უნიფორმების შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • დიზაინი;
  • რაოდენიბა;
  • ზომები;
  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
    1. ნაჭრის შემცველობა;
    2. სად არის ნაწარმოები ნაჭერი;
    3. სად არის შეკერილი ფორმები;
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას შეკვეთის დადასტურებიდან 3 კვირის განმავლობაში;
  • სავალდებულოა ნიმუშების მოტანა შემოთავაზებასთან ერთად;
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 30 სამუშაო დღე.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი".

შემოთავაზების მიღება იწყება 28.09.2016 16:00

შემოთავაზების მიღება მთავრდება 07.10.2016 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი
სათავო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ