ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1791 - ტენდერი ფულის მთვლელი აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ფულის მთვლელი აპარატების შესყიდვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს და მოწოდების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება პროდუქციის მოწოდებაზე.

დეტალური ინფორმაცია შესასყიდი პროდუქტის შესახებ:

  • შესასყიდი ფულის მთვლელის მოდელი: Doors 800 (დამატებითი დისპლეით)
  • რაოდენობა: 15 ცალი
  • ვალუტის მხარდაჭერა:
    1. ქართული ლარი;
    2. აშშ დოლარი;
    3. ევრო;
    4. ფუნტი სტერლინგი;
    5. აზერბაიჯანული მანათი;
    6. რუსული რუბლი;
    7. შვეიცარული ფრანკი;
    8. სომხური დრამი;
    9. თურქული ლირა.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასი (გადასახადების ჩათვლით) და მოწოდების ვადა;
  • პროდუქტის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (შესაბამის სფეროში);
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკთან შედარების აქტი ბრუნვების შესახებ (ბოლო 6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი).

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. #3.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი ფულის მთვლელი აპარატების შეძენაზე“.

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 10 ოქტომბერი (18:00 საათამდე). ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლაშა ჭანტურიძეს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან ტელეფონზე: 2 55 00 00 (1153), ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Andro.Tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე: 2 55 00 00 (2008).

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ