ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1792 - ტენდერი გენერატორის შესყიდვა-მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს გენერატორის შესყიდვა-მონტაჟზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება პროდუქციის მოწოდებაზე.

საქონლის მიწოდების და მონტაჟის ადგილი: ქ.თბილისი; ვირსალაძის N5.

აღნიშნული პროდუქტის მოწოდების ფარგლებში დამატებით უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:

  • მოხდეს არსებული, ძველი 110 კვტ გენერატორის დემონტაჟი და იგი გადატანილ იქნას ლილოში დამკვეთთან შეთანხმებულ ადგილზე, მის მიერ მითითებული წესების და ნორმების მკაცრი დაცვით.
  • გამოთავისუფლებულ ადგილზე მოხდეს მოწოდებული გენერატორის მონტაჟი და გაშვება მწარმოებლის მიერ მითითებული წესების და ნორმების მკაცრი დაცვით.

შესასყიდი გენერატორის ტექნიკური მახასიათებლები და მოთხოვნები იხილეთ თანდართულ ფაილად.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი(კომპანიის ბლანკზე ნაბეჭდი, ბეჭდით დამოწმებული);
  • შევსებული ტექნიკური დანართი;
  • გენერატორის სრული ტექნიკური მონაცემები (ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე) და სურათი;
  • გენერატორის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (შესაბამის სფეროში);
  • განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკთან შედარების აქტი ბრუნვების შესახებ (ბოლო 6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი).

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი გენერატორის შესყიდვა-მონტაჟზე“;

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 10 ოქტომბერი (18:00 საათამდე). ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლაშა ჭანტურიძეს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან ტელეფონზე: 2 55 00 00 (1153), ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Andro.Tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე: 2 55 00 00 (2008).

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ