ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1798 - ტენდერი ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებაზე ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

ჰოლდინგი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) აცხადებს ტენდერს ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებაზე ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის.

კომპანიების საქმიანობის სფეროები:

  • ელექტრო ენერგიის წარმოება (თბო, ჰიდრო მიმართულება);
  • წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება.
  • ბუნებრივი აირით საცალო ვაჭრობა;
  • მანქანათმშენებლობა.

ტექნიკური დავალება გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

დაინტერესებული პირები უნდა მობრძანდენ მისამართზე გაზაფხულის ქუჩა N14, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჯგუფში შემავალი კომპანიების, მათი საქმიანობის სფეროებისა და გეოგრაფიული გადანაწილების თაობაზე.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ფინანსური წინადადება;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge . დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 7 ოქტომბრის 17:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 91 47 18, საკონტაქტო პირი: ნინო კეზევაძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ