ჩაბარების ვადა:

29 სექტემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T180 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ ცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე/მომსახურებაზე.

საქონლის დეტალური ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.

საქონლის/მომსახურების მოწოდების ვადები განსაზღვრულია

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაკომპლექტებული საქონლის მოწოდება სერვი ცენტრების მოთხოვნების მიხედვით


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 16 სექტემბრიდან – 2014 წლის 29 სექტემბერი ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთეულის ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • განთავსებული შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 29 სექტემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ტენდერის საიტზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=313&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".