ჩაბარების ვადა:

20 ოქტომბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1808 - ფასთა გამოკითხვა ტერიტორიის დასუფთავების მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა ტენდერის დასახელება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "სიპაუერი" აცხადებს ფასთა გამოკითხვას ტერიტორიის დასუფთავების მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე.

სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • N10, N11 ქვაბების უჯრედებში არსებული შენობა-ნაგებობებისა და ელემენტების დემონტაჟი.

დეტალური სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში რუსულ ენაზე.

შპს "სიპაუერი" იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების მაქსიმალურად დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge .
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 20 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 090 298. საკონტაქტო პირი: ანატოლი ლავარკო; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ