ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1809 - ტენდერი სამონიტორინგე ვიდეო მოწყობილობების მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. განახლდა თანდართულ ფაილში არსებული ტექნიკური დავალება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) აცხადებს ტენდერს ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის სამონიტორინგე ვიდეო მოწყობილობების მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე.

ჯგუფში შემავალი კომპანიების ჩამონათვალი:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
  • შპს „ნეოგაზი“;
  • შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“;
  • შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“;
  • ტიფლის სიტი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი);
  • შპს „გლობალ ტრანსი“.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. ტენდერში მონაწილეობის მსურველები უნდა მობრძანდნენ მისამართზე ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. N14, დეტალების განსახილველად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ლოკაციების შესახებ.

ობიექტების მომსახურეობის გეგმა გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

გამარჯვებულ კომპანიასთან ჯგუფში შემავალი თითოეული კომპანიის მხრიდან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • დეტალური ფინანსური წინადადება;
  • დეტალური ტექნიკური წინადადება;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, სრული რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 13 ოქტომბრის 15:00 სთ-მდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფინანსური წინადადება - 40%; ტექნიკური წინადადება - 30%; ანალოგიური გამოცდილება - 30%. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 593 13 82 39, საკონტაქტო პირი - გიორგი ტარიელაშვილი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 საკონტაქტო პირი - ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ