ჩაბარების ვადა:

14 ოქტომბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1817 - ტენდერი თხილამურების და თხილამურის ჩექმების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ არის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილი, რომელიც პირველად “მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში“ ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში; ხელი შეუწყოს და განავითაროს აღმავალი, საზოგადოებაზე ორიენტირებული სასოფლო განვითარების მიდგომა, რომელიც მხარს დაუჭერს სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობა, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს თხილამურების და თხილამურის ჩექმების შეძენაზე.

შესასყიდი პროდუქტის სპეციფიკაცია:

  • სიგრძე: 130 სმ ან მეტი;
  • ზომები: 34 და მეტი;
  • რაოდენობა: 22 წყვილი.

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ფასები (დღგ-ს გარეშე)
  • მოწოდების პირობები (ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები და ა.შ.)
  • წარმოშობისა და ხარისხის სერტიფიკატი;
  • მიუთითოს გადახდის პირობები;
  • მიამაგროს ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან/პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის).

შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ ხელმოწერილ კონვერტში. შესაძლებელია ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული და PDF ფორმატში დასკანერებული შემოთავაზების გამოგზავნა ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2016 წლის 14 ოქტომბერი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის ოფისებში: 

  • ერეკლეს ქ. #37, ბორჯომი;
  • გ. გეგეჭკორის ქუჩა #6, თბილისი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდები ქვემოთ მითითებულ ნომერზე:

Kote Begiashvili
Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Tel:+995 322 25 24 71
Mobile: +995 599 315 229
Email: kbegiashvili@mercycorps.org 

 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ