ჩაბარების ვადა:

21 ოქტომბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1821 - ტენდერი საპირფარეშოს აქსესუარების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების საბოლოო ვადა გახდა 21 ოქტომბერი, 17:00 საათი. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს საპირფარეშოს აქსესუარების შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქტის დეტალური აღწერა:

  • შეკიდული უნიტაზი კედელში ჩასაშენებელი ჩამრეცხი სისტემით - რაოდენობა 60 ცალი;
  • პისუარი - რაოდენობა 20 ცალი;
  • კორიანის ხელსაბანი 90სმ X 50სმ - რაოდენობა 50 ცალი;
  • შემრევი ონკანი - რაოდენობა 50 ცალი.

შენიშვნა:
* ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
* შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების ჩათვლით;

სხვა პირობები:

  • შემოთავაზებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ევროპული წარმოების ან რომელიმე ცნობილი ბრენდის პროდუქცია;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების საფასურს, ამასთან მომწოდებელი ვალდებული იქნება პროდუქცია მიიტანოს ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
  • გარანტია: 5 წლამდე;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, პროდუქციის ამსახველი ფოტოებით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 7 ოქტომბრიდან 2016 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ავთანდილ ჯაფარიძე
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4626)
მობ.:(+995 599) 790909/
ელ-ფოსტა: ajapharidze@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 21 ოქტომბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=650&lang=geo