ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1830 - ტენდერი ტურბინის დეტალების ქვიშით საღებავისგან გაწმენდის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "სიპაუერი" აცხადებს ტენდერს ტურბინის დეტალების ქვიშით საღებავისგან გაწმენდის სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი N1 - როტორების გამოტანა ტერიტორიიდან დაახლოებით 25 მეტრის მანძილზე და დაბრუნება საწყის მდგომარეობაში გაწმენდის შემდგომ;
  • ლოტი N2 - დეტალების ქვიშით გაწმენდა საღებავისაგან.

სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2.

ლოტი N1 - გადასაადგილებელი როტორები:

  • მაღალი წნევის როტორი - 9.79 ტონა;
  • საშუალო წნევის როტორი - 31 ტონა;
  • დაბალი წნევის როტორი - 32.8 ტონა.

ლოტი N2 - გასაწმენდი ობიექტების ფართობი - დაახლოებით 123 კვადრატული მეტრი.

  • დართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ დეტალების ჩამონათვალი და მათი შესაბამისი წონები რუსულ ენაზე.

დართულ ფაილებში ასევე გთხოვთ იხილოთ ფოტოები და ნახაზები.

შპს „სიპაუერი“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2 სიტუაციის უკეთ გასაცნობად და დეტალების განსახილველად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების მაქსიმალურად დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტის ტენდერისა და ლოტის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 18 ოქტომბრის 15:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 090 298. საკონტაქტო პირი: ანატოლი ლავარკო; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ