ჩაბარების ვადა:

21 ოქტომბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1831 - ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე.

თანდართულ ფაილებში იხილეთ:

  • სატენდერო განაცხადი;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
  • პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმომდგენი ერთი კვალიფიციული კომპანია.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (საბანკო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

აუცილებელი მოთხოვნა:

  • მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ხარჯთაღრიცხვა (იხ. თანდართული ფაილები), როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით (Excel) (CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე);
  • სარეკომენდაციო წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ორიგინალი წერილები;
  • წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებაზე (დამკვეთის და საკონტაქტო პირების მითითებით);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა ბანკიდან ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან, დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი).

სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და შესაბამისად პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
  • ტენდერის დასახელება (ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე);

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 21 ოქტომბერი (18:00 საათამდე).

ობიექტზე დათვალიერების და ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

ლაშა ჭანტურიძე, ლოჯისტიკის სამსახური - 595 110174;
ანდრო ტატიშვილი, შესყიდვების სამსახური - 591 409717.

ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, საორგანიზაციო და პროცესუალურ საკითხებზე მოიწერეთ შემდეგ ელფოსტაზე: andro.tatishvili@terabank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ