ჩაბარების ვადა:

25 ოქტომბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1842 - ტენდერი გორგოლაჭებიანი, საოფისე სავარძლების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს გორგოლაჭებიანი, საოფისე სავარძლების შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქტის აღწერა:

  • გორგოლაჭებიანი ნაჭრის სავარძელი;
  • რაოდენობა - 3000 ცალი. 

- წარმოდგენილი უნდა იყოს 1 საჩვენებელი ეგზემპლიარი;
- სავარძელის ფეხი და კანტი სასურველია იყოს შავი ფერის;
- მწარმოებელი ქვეყანა არ უნდა იყოს ჩინეთი და თურქეთი;
- გამარჯვებულ კანდიდატთან მოხდება გენერალური ხელშეკრულების გაფორმება, რის საფუძველზეც ბანკი მოთხოვნის შესაბამისად, მომწოდებელს პერიოდულად შეუკვეთავს მისთვის საჭირო რაოდენობას;
- პირველი შეკვეთა განხორციელდება 2016 წლის ნოემბერში და ბანკი მომწოდებელს შეუკვეთავს 350 ცალ სავარძელს.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ინვოისის სახით, და შემოთავაზებული პროდუქტის(ების) სურათი.
  • ერთ მომწოდებელს აქვს შესაძლებლობა შემოგვთავაზოს რამდენიმე ტიპის სავარძელი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 13 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების გაკეთებისას, სატენდერო საიტზე 1 ერთეული, თქვენს მიერ შემოთავაზებული ყველაზე იაფი სავარძელის ფასი მიუთითოთ გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: ქეთევან ბეროშვილი +995322444444 (ext. 7433). 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 ოქტომბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=651&lang=geo