ჩაბარების ვადა:

25 ოქტომბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1844 - ტენდერი ISO სერთიფიკაციისთვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ლუდი ბათუმური" აცხადებს ტენდერს მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001:2015 და ISO 22000:2005 მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სერტიფიკაციის მიზნით შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე.

ლუდის მწარმოებელი საწარმო შპს "ლუდი ბათუმური" იწვევს გამოცდილ ადგილობრივ ორგანიზაციებს, მიიღონ მონაწილეობა ტენდერში შემდეგი სამუშაოს შესასრულებლად:

შეფასება (სერტიფიკაციის პირველი ეტაპი), რომელიც მოიცავს შემდეგს:

  • შპს "ლუდი ბათუმური"-ს ხარისხისა და საკვები პროდუქტების უვნებლობის მენეჯმენტის სისტემებისა და შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის ISO 9001 და ISO 22000 მოთხოვნებთან ადეკვატურობისა და შესაბამისობის ანალიზი და შეფასება ;
  • ანგარიში გამოვლენილი შეუსაბამობის შესახებ;
  • მაკორექტირებელი ღონისძიებების შემუშავება;
  • საჭიროების შემთხვევაში შპს "ლუდი ბათუმური"-ს მართვის სისტემის მოდიფიცირებასა და შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის აქტუალიზაციაში მეთოდოლოგიური დახმარება.

შესაბამისობის შემოწმება (სერტიფიკაციის მეორე ეტაპი), რომელიც მოიცავს შემდეგს:

  • შპს "ლუდი ბათუმური"-ს ხარისხისა და საკვები პროდუქტების უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001 და ISO 22000 მოთხოვნებთან შესაბამისობის სასერტიფიკაციო შემოწმება;
  • შპს "ლუდი ბათუმური"-ს ხარისხისა და საკვები პროდუქტების უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირებული სისტემების საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირება და ISO 9001 და ISO 22000 მოთხოვნებთან შესაბამისობაზე საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის გაფორმება და გაცემა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი);
  • შესყიდვის ობიექტის ღირებულება;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ და სერტიფიცირებული ორგანიზაციების ჩამონათვალი.

შემოთავაზების მიღება მთავრდება 2016 წლის 25ოქტომბერს.

განცხადების ჩაბარება შეიძლება შემდეგ მისამართზე: 6000, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი, აბუსერიძე ტბელის ქ., 24 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: batumibeer@gmail.com, გთხოვთ საგანში მიუთითოთ ტენდერი.

საკონტაქტო პირი:
როინ ხალვაში
ტელ: +995 (577) 422485

ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანია(ებ)ს შესაძლებელია მოეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ