ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1848 - ტენდერი სატვირთო ამწის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "მტკვარი ენერჯი" აცხადებს ტენდერს სატვირთო ამწის შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ტვირთამწეობა - 50 – 55 ტონა;
  • ტვირთის აწევის სიმაღლე:
    1. ძირითადი ისარი - 40-45 მეტრი;
    2. ისრის დამაგრძელებლით - 55-60 მეტრი.

შპს „ტკვარი ენერჯი“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • ფინანსური წინადადება;
  • ამწის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, სრული რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 31 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ტექნიკური მახასიათებლები - 30%; საგარანტიო პირობები - 10%; მიწოდების ვადა - 10 %; გადახდის პირობა - 10%;
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 00 14 77, საკონტაქტო პირი - ვასილ კობაიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი - ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ