ჩაბარების ვადა:

27 ოქტომბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1851 - ფასთა გამოკითხვა ადმინისტრაციული შენობის ერთერთ სართულზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დაემატა ლოტი N5. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ფასთა გამოკითხვას ადმინისტრაციული შენობის ერთერთ სართულზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერი იყოფა 4 ლოტად:

  • ლოტი N1 - გათბობა-გაგრილება-კონდიცირების პროექტის მომზადება;
  • ლოტი N2 - სუსტი დენების, სახანძრო, ინტერნეტი, სამეთვალყურეო სისტემებისა კომუნიკაციის პროექტის მომზადება;
  • ლოტი N3 - წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის პროექტირება;
  • ლოტი N4 - ელექტროობის პროექტის მომზადება;
  • ლოტი N5 - სარემონტო სამუშაოების მოცულობების დადგენა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • თითოეული ლოტისათვის მოსამზადებელი იქნება:
    1. სამუშაოების მოცულობები;
    2. ხარჯთაღრიცხვა.

დართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ სართულის გეგმა.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ მისამართზე ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14 შენობის დასათვალიერებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • მომსახურების ღირებულება და შესრულების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის, ფასთა გამოკითხვისა და ლოტის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 27 ოტქომბრის 17:00 სთ-მდე;
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 599 88 55 75; საკონტაქტო პირი გიორგი ბერიძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ