ჩაბარების ვადა:

28 ოქტომბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1860 - ტენდერი თარგმნის მომსახურების შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს თარგმნის მომსახურების შესყიდვაზე, შემდეგ ენებში: ქართული, რუსული, ინგლისური.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი:
სამუშაო გამოცდილება წერილობითი თარგმანების შესრულებაში, იურიდიული და საბანკო-საფინანსო მიმართულებით (შესაბამისი სპეციფიკისა და ტერმინოლოგიის ცოდნით), შემდეგ ენებში:

  • თარგმნა ქართული ენიდან რუსულ ენაზე;
  • თარგმნა რუსული ენიდან ქართულ ენაზე;
  • თარგმნა ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე;
  • თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე;
  • პირდაპირი თარგმნა რუსული ენიდან ინგლისურ ენაზე;
  • პირდაპირი თარგმნა ინგლისური ენიდან რუსულ ენაზე.

აპლიკანტმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

1. ფიზიკური პირის / ინდ. მეწარმის შემთხვევაში: 

  • პირადობის / ინდ. მეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
  • მოკლე ბიოგრაფია, CV (ინფორმაცია/მოკლე აღწერილობა / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
  • უცხო (ინგლისური/რუსული) ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი /სერთიფიკატი/სხვა დოკუმენტი;

2. იურიდიული პირის (კომპანიის) შემთხვევაში:

  • იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
  • ინფორმაცია/მოკლე აღწერილობა შესაბამისი კომპანიის/თარჯიმანის მოღვაწეობის/გამოცდილების/საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

3. ფიზიკური/იურიდიული პირის შემთხვევაში:
განაცხადი/შეთავაზების ფაილი, რომელიც დეტალურად მოიცავს თარგმანის შესრულების ფას(ებ)ს*, 1 თაბახის (ა4 ფორმატის) ფურცელზე შესრულებულ თარგმანზე:

  • ქართული ენიდან რუსულ/ინგლისურ ენაზე;
  • რუსული/ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე;
  • პირდაპირი თარგმნა რუსული/ინგლისური ენიდან ინგლისურ/რუსულ ენაზე;
  • თარგმანის ღირებულება ვადების მიხედვით (დაჩქარებული/სტანდარტული და ა.შ.);
  • თარგმანის შესრულების სტანდარტების მითითებით (შრიფტის ზომა, ტექსტის ინტერვალი და სხვ.).

ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით);

აპლიკანტის მიერ განაცხადის ფორმის ატვირთვა უნდა მოხდეს ვებ გვერდზე www.tenders.bog.ge არაუგვიანეს წინამდებარე სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ვადებისა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან/მთარგმნელთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი მომსახურების ხელშეკრულება, თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2016 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 28 ოქტომბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=653&lang=geo