ჩაბარების ვადა:

28 ოქტომბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1862 - ტენდერი მსესხებელთა უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების, დასკვნების მომზადებასა და მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო მრავალი წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს მსესხებელთა უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების, დასკვნების მომზადებასა და მოწოდებაზე, რომელიც მოიცავს შემდეგს:

  • აქტივის იდენთიფიკაციას
  • აქტივის ტექნიკურ და ვიზუალურ დათვალიერებას
  • საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების დადგენას (აქტივის მონახულების და მონახულების გარეშე)
  • აქტივის დასურათებას (აქტივის მონახულების შემთხვევაში)
  • დასკვნის მომზადებას, ორგანიზაციის მოთხოვნიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.
  • ქონების საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების დადგენა მონახულების გარეშე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (სამეწარმეო რეესტრიდან განახლებული ამონაწერი, ცნობა საგადასახადო გირავნობა /იპოთეკის არ არსებობის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაცია)
  • ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების მიწოდების შესახებ
  • რეკომენდატორი კომპანიების ჩამონათვალი და სარეკომენდაციო წერილები
  • თანამშრომელთა გამოცდილება და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი
  • ფასების ცხრილი - (დანართი №1 -ის მიხედვით)
  • თანამშრომელთა რაოდენობა და განაწილება რეგიონების მიხედვით.

შენიშვნა: ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.

უძრავი ქონების შემთხვევაში ფასები მითითებული უნდა იყოს დანართ #1-ში მოცემული შეფასების რაოდენობის მიხედვით. მოძრავი ქონების შემთხვევაში აუცილებელია საცალო ფასის მითითება.

გამარჯვებული ორგანიზაციის გამოვლენა:

სს ფინკა ბანკი საქართველო განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • კომპანიის გამოცდილება
  • ფასი
  • მოწოდების ვადები
  • ანალოგიური მომსახურების მიწოდება და რეკომენდაციები

დამატებითი ინფორმაცია:

  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოსაწოდებლად იხელმძღვანელეთ შესაბამისი თანდართული ფორმით
  • წინადადება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვვეაში, თუ სრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • ღირებულება უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში - ლარი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით, არაუგვიანეს 2016 წლის 28 ოქტომბრისა (18:00 საათამდე), ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისში, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშველას 71, რედიქსის ბიზნეს ცენტრი, ბლოკი 1, სართული 3, ოფისი 12.
  • დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: iabashidze@finca.ge და lbaghaturia@finca.ge.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ