ჩაბარების ვადა:

28 ოქტომბერი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1867 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურისთვის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ნეოგაზი" აცხადება ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურისთვის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქ. #19.

დართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ სამუშაოების მოცულობა.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოების შესრულების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 28 ოქტომბრის 15:00 სთ-მდე;
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 595 46 48 08; საკონტაქტო პირი ოთარ გოცირიძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ