ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2016, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T1876 - ტენდერი ფრინველის სასაკლაოს მონტაჟზე და აღჭურვაზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა ტენდერის საინფორმაციო შეხვედრის თარიღი  და გახდა 4 ნოემბერი. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფსი იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს შემოიტანოს სატენდერო განაცხადი ტენდერზე ფრინველის სასაკლაოს მონტაჟი და აღჭურვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში.
განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურულ კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რითვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი. სატენდერო დოკუმენტაციის შემოსატანად მისამართი მოცემულია ქვევით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 ნოემბერი 13:00 საათი.

ტენდერის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2016 წლის 4 ნოემბერი 13:00 საათზე. მერსი ქორფს-ის თბილისის ოფისში (საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება სავალდებულოა).

ტენდერის განხილვა ჩატარდება ვადაა 2016 წლის 14 ნოემბერი 13:00 საათზე, მერსი ქორფსის თბილისის ოფისში.

მისამართი: მერსი ქორფსის თბილისის ოფისი გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდები ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Office: +995 32 225 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ