ჩაბარების ვადა:

9 ნოემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1890 - ტენდერი კრაფტის კონვერტების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს კრაფტის კონვერტების შეძენაზე.

შესასყიდი პროდუქტის დეტალური აღწერა:

  • კრაფტის კონვერტები;
  • კონვერტის ზომა - 15X20;
  • ქაღალდი - 100-120 გრ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს აღნიშნული საქონლის ნიმუშები. ნიმუშების მიწოდება უნდა მოხდეს სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ადმინისტრაციაში ვლადიმერ სიჭინავას სახელზე.
    ყოველთვიური მინიმალური შეკვეთის რაოდენობა კრაფტის ტომრებზე განისაზღვრება 20 000 ერთეულით - ყოველი თვის 1 რიცხვში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 2 ნოემბრიდან 2016 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოელთვიურად მოწოდების შემდეგ;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ე რთ ე ულის ფასები მიუთითოთ ლარე ბში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 9 ნოემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=657&lang=geo