ჩაბარების ვადა:

18 ნოემბერი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1891 - ტენდერი ხის მეორადი პალეტების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #-EF-GE/273
ბ) დანიშნულება: 5400 ცალი 120x80 (ეუროპალეტი) და 3600 ცალი 120x100 (არასტანდარტული) ხის მეორადი პალეტების შესყიდვა.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ნიმუში.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას 2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემკვეთის მოთხოვნისამებრ 1 დღის ვადაში. თითო შემოტანა უნდა იყოს 200-250 ცალამდე;
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 30 სამუშაო დღე.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი".

შემოთავაზების მიღება იწყება 03.11.2016 16:00

შემოთავაზების მიღება მთავრდება 18.11.2016 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ლექსო თოთაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი
სათავო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
მობ: 577 18 88 97
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ