ჩაბარების ვადა:

21 ნოემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1901 - ტენდერი საკონსულტაციო და სასერთიფიკაციო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ენ ერ ჯი ჯორჯია" აცხადებს ტენდერს საკონსულტაციო და სასერთიფიკაციო მომსახურების შესყიდვაზე.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

საქმიანობის სფერო:

  • კაბელების წარმოება EN 50214 სტანდარტის შესაბამისად

თანამშრომლების რაოდენობა : 33 თანამშრომელი,

სამუშაო გრაფიკი: 2 ცვლა

მომსახურების მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება.

შპს "ენ ერ ჯი ჯორჯია" საკაბელო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია 2013 წლიდან და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციის წარმოება. 2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მოხდა საწარმოს გადაიარაღება, განახლდა საწარმოოს ძირითადი საშუალებები, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი, გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, მოცულობა და ხარისხი, ჩამოყალიბდა მყარი ბიზნეს-კონტაქტები ნედლეულის მომწოდებლებთან, შეიქმნა ეფექტური და მობილური სადისტრიბუციო ქსელი.

შესასყიდი მომსახურება მოიცავს 5 ლოტს:

  • ლოტი 1 - ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად (შემუშავება, დანერგვა და ტრენინგები);
  • ლოტი 2 - სასერტიფიკაციო აუდიტი ისო 9001:2015 (შემოთავაზებული აკრედიტებული სასერტიფიკაციო ორგანოს შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა და ბიუჯეტი);
  • ლოტი 3 - შრომის ჰიგიენის და უსაფრთოხების მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა OHSAS 18001 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად (შემუშავება, დანერგვა და ტრენინგები);
  • ლოტი 4 - პროდუქტის სერტიფიკაციის და CE ნიშნის მისაღებად საჭირო საკონსულტაციო სამუშაოები (შემუშავება, დანერგვა და ტრენინგები);
  • ლოტი 5 - სერტიფიკაცია CE ნიშნის მისაღებად (ნოტიფიცირებული ორგანოს შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა და ბიუჯეტი).

საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ვალდებულება სასერთიფიკაციო აუდიტის დროს:

საკონსულტაციო ორგანიზაციამ უნდა აიღოს სრული ვალდებულება სასერთიფიკაციო აუდიტის პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ სასერთიფიკაციო აუდიტის შედეგად გამოვლენილი იქნება რაიმე შეუსაბამობა, რომელიც გახდება სასერთიფიკაციო ორგანოს მიერ სერთიფიკატის გაცემაზე უარის თქმის და დამატებითი აუდიტის მოთხოვნის მიზეზი, მაშინ საკონსულტაციო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი იმ დამატებითი ხარჯების გაწევა, რომელიც შესაძლოა თან სდევდეს დამატებით აუდიტების ჩატარებას, სერთიფიკატის გაცემამდე.

შეთავაზების წარმოდგენის ფორმატი:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზება ხუთივე ლოტზე, სათითაოდ.

ცალკეული ლოტისთვის შეთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • შესასრულებელი ეტაპების დასახელებას;
  • ეტაპების აღწერას და შესრულების მეთოდიკას;
  • შემოთავაზებული ტრენინგების დასახელებას, მოკლე შინაარს და ტრენინგის პროგრამას;
  • ლოტის ცალკეული ეტაპის ღირებულებას (ეროვნულ ვალუტაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკონსულტაციო ორგანიზაციის მიმართ:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ისო 9001 და OHSAS 18001 მომსახურებაზე;
  • მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი იმ ორგანიზაციებიდან, რომლებთანაც გაწიეთ მომსახურება ბოლო წლების განმავლობაში ისო 9001 და OHSAS 18001 მომსახურებაზე;
  • CE ნიშნის მომსახურებაზე გამოცდილება (მინიმუმ 1 ორგანიზაცია), დადასტურებული სარეკომენდაციო წერილით და გაცემული სერტიფიკატით.
  • მოთხოვნები კონსულტანტების მიმართ:
    1. ტრენინგები და კონსულტაციები უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე, თარგმანის გარეშე;
    2. საკონსულტაციო ჯგუფის ლიდერს მოეთხოვება მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხარისხის და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის შემუშავების და დანერგვის სფეროში. გააჩნდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია დამადასტურებელი სერთიფიკატებით, ისო 9001:2015 და OHSAS 18001 წამყვანი და/ან შიდა აუდიტორის კვალიფიკაციით (IRCA-ს ან მისი ექვივალენტი).
    3. საკონსულტაციო ჯგუფის სხვა წევრები:
     - მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხარისხის და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების შემუშავების და დანერგვის სფეროში (განმტკიცებული შესაბამისი         კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატებით);
    4. ტრენერების კვალიფიკაცია:
     - ტრენერების სერტიფიკატები და გამოცდილება, ტრენერის კვალიფიკაციის მოწმობა, გაცემული რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომელიც ეწევა მენეჯმენტის სისტემების სასერტიფიკაციო მომსახურებას (სერთიფიკატების ასლი);
     - ტრენერის მიერ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (განმტკიცებული ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებული ტრენინგების ჩამონათვალით და ფოტომასალით).
  • მომსახურების სრული კალკულაცია ხუთივე ლოტისთვის (თავისუფალი ფორმით).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

არასრულად მოწოდებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების და ინფორმაციის შემთხვევაში მოწოდებული განაცხადები არ განიხილება.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო განაცხადი და სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი ან მისი ნდობით აღჭურვილი (სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე) პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზებები ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე:
vladimer.orbeladze@next-gt.com
+995 558 67 55 45
საკონტაქტო პირი: ვლადიმერ ორბელაძე

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ