ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1906 - ტენდერი გროვული გამოტუტვის მეთოდით ბნელი ხევის ოქროსშემცველი საბადოს გადამუშავების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შედგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს კაუკაზუს მაინინგ გრუპ (CMG) აცხადებს ტენდერს გროვული გამოტუტვის მეთოდით ოქროსშემცველი საბადოს გადამუშავების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შედგენის მიზნით.

პროექტის განხორციელების ვადებია: 20.11.2016-15.01.2017.

პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გზშ-ის ანგარიშის მომზადების სფეროში;
  • ძირითადი და დამხმარე პერსონალის/ექსპერტების მონაწილეობა.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა გრაფიკი) და ღირებულება.
  • სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 5 წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია.
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის 1/9.
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 15.11.2016.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ