ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1907 - ტენდერი მაგნიტურ ზოლიანი ბრენდირებული პლასტიკური ბარათების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ნეოგაზი" აცხადება ტენდერს მაგნიტურ ზოლიანი ბრენდირებული პლასტიკური ბარათების შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ბრენდირება - ორმხრივი;
  • მაგნიტური ზოლის კოდირება - პირველ ხაზზე შემსყიდველის მეირ მიწოდებული დიაპაზონის მიხედვით;
  • რაოდენობა - 30000 ცალი;
  • მიწოდება - ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დართულ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ პლასტიკური ბარათის დიზაინი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ (დღგ-ს გარეშე);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 16 ნოემბრის 17:00 სთ-მდე.
  • გამარჯვებულის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; მიწოდების ვადა - 30%; გადახდის პირობა - 20%; ანალოგიური გამოცდილება - 10%.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ