ჩაბარების ვადა:

21 ნოემბერი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1908 - ტენდერი გარე ფასის მანიშნებლების, მოცულობითი ასოების დამზადებასა და მონტაჟის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ნეოგაზი" აცხადებს ტენდერს გარე ფასის მანიშნებლების, მოცულობითი ასოების დამზადებასა და მონტაჟის თაობაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • რაოდენობები:
    • ორმხრივი სტელა (2*0,4 მ, H=6 მ) – 5 ცალი;
    • ორმხრივი ლაითბოქსი (1,5*0,3 მ, H=2.5 მ) – 9 ცალი;
    • ლოგო მოცულობითი ასოებით (ასოების სიმაღლე: 47 სმ; ლოგოს სიმაღლე: 170 სმ.) – 3 ცალი.

დართულ ფაილებში გთხოვთ, იხილოთ შესყიდვის ობიექტების დეტალური დახასიათება, ნიმუშები და მონტაჟის მისამართი.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • დასამზადებელი და დასამონტაჟებელი პროდუქციის ღირებულება დ.ღ.გ.-ს გარეშე;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ, შესრულებული სამუშაოების ფოტოები;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 21 ნოემბრის 16:00 საათამდე.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 67 14 14. საკონტაქტო პირი ესმა ჩაჩანიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ