ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1909 - ტენდერი სხვადასხვა პროდუქტის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს კონკურსს სხვადასხვა პროდუქტის შეძენაზე.

შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ჩამონათვალი:

  • ლოტი 1 - ბუქსირ "გონიოს" რეალიზაცია ან გრძლვადიანი იჯარა;
  • ლოტი 2 - ავტომანქანების რეალიზაცია;
  • ლოტი 3 - გადასატვირთი ტექნიკის რეალიზაცია.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.

შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.

პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) ფასიანი წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
  • პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
  • წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
  • საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი 30 სამუშაო დღე
  • გადახდის ფორმა ავანსის გარეშე
  • ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • პოტენციური მიმწოდებელის სახელმწიფო რეგისტრაციის ცნობა (ასლი)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი)
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირების)
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაცია
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან რუსულ ენებზე.

გამოცხადების თარიღი: 31/10/2016
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 14/11/2016

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების დეპარტამენტს.

პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ