ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1911 - ტენდერი ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 39 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე.

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

ტენდერის მოთხოვნები და პირობები:

აუცილებელი პირობა:

  • ავტომობილი უნდა იყოს აღჭურვილი მრიცხველით;
  • ავტომობილის საწვავის ტიპი უნდა იყოს: დიზელი ან ბენზინი, გაზზე მომუშავე მანქანები არ განიხილება;
  • უნდა უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა;
  • ავტომობილი უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ და სანიტარულ მდგომარეობაში.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მომსახურების კორპორატიული ტარიფი თბილისში (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით);
  • მომსახურების ტარიფი რეგიონში (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით);
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილების ტარიფი;
  • დალოდების ტარიფი (1 წუთის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი #12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2016 წლის 22 ნოემბერი 18:00 საათი.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე:
Rusudan.Simongulashvili@finca.ge; Lali.Mujirishvili@finca.ge;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ