ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1920 - ტენდერი პოლიგრაფიულ მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დაემატა შესასყიდი პროდუქტის ნიმუშები თანდართულ ფაილში. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიულ მომსახურებაზე.

მომსახურების სახე:

  • ა4 ზომის ბლანკების ბეჭდვა პერფორაციით: 
    ქაღალდის ტიპი 80 გრ. ოფსეტი;
    რაოდენობა 1 000 000 ცალი;
    ტირაჟი 200 000 ცალი.
  • ა4 ზომის ბლანკის ბეჭდვა:
    ქაღალდის ტიპი 100 გრამიანი ცარცი;
    ბეჭდვა ორფერიანი ან ოთხფერიანი;
    რაოდენობა 50 000 ცალი.

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • ა4 ზომის ბლანკების ნიმუშები (დანართი N1; დანართი N2)
  • კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების დებულება (დანართი N3);

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • ბლანკების ნიმუშები;
  • ფასები (დღგ–ს ჩათვლით)
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მოწოდების ვადები და პირობები;
  • შევსებული და ხელმოწერილი დებულება (იხ. დანართი N3);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.  

კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
  • მიმღების დასახელება ( ინფორმაციულ–ტექნოლოგური დეპარტამენტი);
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 25.11.2016 (17:00სთ).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ:
სს „ბაზისბანკი“
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – მელანო კოპლატაძე
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი - გოჩა ჩოჩოშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
ტელ.: (+995 32) 2 922 922 (11:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე)
ელ.ფოსტა: tenders@basisbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ