ჩაბარების ვადა:

18 ნოემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1923 - ტენდერი საბლანკო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს საბლანკო საქონლის შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქტის დეტალური აღწერა:

  • ვესტერნ იუნიონი ბლანკი (განაღდება) – 100 ცალი
  • ვესტერნ იუნიონი ბლანკი (გადარიცხვა) – 100 ცალი
  • „რუსლავბანკი“ ბლანკი (განაღდება) – 100 ცალი
  • „რუსლავბანკი“ ბლანკი (გადარიცხვა) – 100 ცალი
  • „ელვა“ ბლანკი (განაღდება) – 100 ცალი
  • „ელვა“ ბლანკი (გადარიცხვა) – 100 ცალი
  • მემორიალური ორდერი – 100 ცალი
  • განაცხადი ნაღდი ფულის შეტანაზე – 100 ცალი
  • მეანაბრის ბარათი – 100 ცალი
  • ფაქსიმელია – 100 ცალი
  • ყდა – 6500 ცალი
  • ფულის ზედნადები 1, 2,5, 10, 20, 50, 100 – 45000 ცალი
  • ქვეშნადები უწარწერო პატარა – 45000 ცალი
  • ქვეშნადები უწარწერო დიდი – 22000 ცალი
  • ტიტულიანი ბლანკი – 10000 ცალი
  • ტიტულიანი ბლანკი (ჭვირნიშნიანი) – 5000 ცალი
  • ბანდეროლი 1, 2,5, 10, 20, 50, 100 – 210000 ცალი
  • ინვენტარის ბარათი – 50 ცალი
  • ნაერთი ბარათი – 50 ცალი
  • ინკასაციის ბლანკი (3 ფენა, არაკოპირებადი) – 10000 ცალი
  • არქივის იარლიყი – 100 ცალი
  • ინკასაციის ბლანკი (4 ფენა, არაკოპირებადი) – 100 ცალი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი ხელშეკრულება;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 11 ნოემბრიდან 2016 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge  ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ლადო სიჭინავა
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4617)
მობ.:(+995 599) 74 00 41
ელ-ფოსტაlsichinava@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 18 ნოემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=660&lang=geo