ჩაბარების ვადა:

21 ნოემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1927 - ტენდერი ბრენდირებული შოკოლადის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს რძიანი და შავი (სამარხვო) შოკოლადების შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქტის დეტალური აღწერა:

1 ბრენდირებული რძიანი შოკოლადი 2 ტონა 8 გრამიანი ფილები
2 ბრენდირებული შავი (სამარხვო) შოკოლადი 2 ტონა 8 გრამიანი ფილები

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს).

  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების ვადებს;
  • მომწოდებელი ვალდებულია ნიმუში მოგვაწოდოს ტენდერის დასრულებამდე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა);
  • დეტალური სპეციფიკაცია:
    1. შოკოლადის ფორმატი: 5 გრამიანი ფილები;
    2. დაახლოებითი წონა: 4 ტონა ( 2 ტონა რძიანი, 2 ტონა შავი სამარხვო)
    3. ბრენდირებული შეფუთვა : ბანკის მიერ მიწოდებული დიზაინი
    4. სავალდებულო მოწოდების ვადა ბანკისთვის: 2016 წლის 19 დეკემბერი;
    5. შოკოლადის ტიპი: რძიანი და შავი (სამარხვო)

დამატებითი მოთხოვნები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 ნოემბრიდან – 2016 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1- ის და პუნქტი #2-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით - 577 52 54 04 მარი გახოკიძე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 21 ნოემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=661&lang=geo