ჩაბარების ვადა:

15 დეკემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1928 - ტენდერი ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა ტენდერის ჩაბარების საბოლოო თარიღი და გახდა 15 დეკემბერი. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საგა იმპექსი“ წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც მაღაზიათა ქსელი ”საგა”, რომელიც მომხმარებელს გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია და ცხელი წყლის სისტემების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.

„საგა“-ს ისტორია 1994 წელს დაიწყო. მომსახურებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხით „საგა“-მ ლიდერი კომპანიის სტატუსი დაიმსახურა გათბობა-გაგრილების სფეროებში.

მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია მომხარებლის ყველა სეგმენტს აკმაყოფილებს. კომპანია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიცაა იტალიური- ARISTON, EMMETI, DAB, ფრანგული- ATLANTIC, არგენტინული-LONGVIE, თურქული- DEMIRDOKUM და სხვ. პარტნიორების და მომწოდებლების სია დღეისთვის 40–ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

შპს „საგა იმპექსი“ აცხადებს ტენდერს: ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე.

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

ტენდერის პირობები და მოთხოვნები:

აუცილებელი პირობა:

  • ავტომობილი უნდა იყოს აღჭურვილი მრიცხველით;
  • ავტომობილის საწვავის ტიპი უნდა იყოს: დიზელი ან ბენზინი, გაზზე მომუშავე მანქანები არ განიხილება;
  • უნდა უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა;
  • ავტომობილი უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ და სანიტარულ მდგომარეობაში;

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მომსახურების კორპორატიული ტარიფი თბილისში (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით)
  • მომსახურების ტარიფი რეგიონში (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით)
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილების ტარიფი
  • დალოდების ტარიფი (1 წუთის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N145, მე-2 სართული, შპს "საგა იმპექსი"-ს სათავო ოფისი

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება, ასევე, ტენდერის სახელწოდება.
შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00-დან 18:00-მდე. 

შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2016 წლის 15 დეკემბერი 18:00 საათი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: n.gabelia@saga.ge ; info@saga.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ