ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1932 - ტენდერი გაყიდვების ონლაინ პორტალის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ–ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 45,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,300 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული.

შპს ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი კომპანია ბეტონის წარმოების დარგში, აცხადებს ტენდერს გაყიდვების ონლაინ პორტალის შესაქმნელად.

შესასყიდი მომსახურების აღწერა:

კომპანია აპირებს გაყიდვების ონლაინ პორტალის შექმნას, სადაც თითოეული მოხმარებელი შეძლებს საკუთარი პროფილით შესვლას და სასურველი ინფორმაციის მოძიებას.

დამატებითი ინფორმაცია:

დაწვრილებითი ინფორმაციისა და ტექნიკური დავალების მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 
leila.maisuradze@heidelbergcement.ge , tamar.urushadze@heidelbergcement.ge
577 57 00 23, 577 57 00 23.

სატენდერო განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2016.