ჩაბარების ვადა:

24 ნოემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1935 - ტენდერი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ნეოგაზი" აცხადება ტენდერს საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ქუთაისის ავტო გაზგასამართი სადგური: სადგურის დაკავშირება მაგისტრალური გაზსადენის გამანაწილებელ წერტილთან. (მანძილი დაახლოებით 10 კმ.):
    1. მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
    2. აზოვითი ნახაზის მომზადება;
    3. ტოპოგრაფია;
    4. გეოლოგია;
    5. მარშრუტზე მოხვედრილი მიწების საკუთრების დადგენა.
  • ზესტაფონის ავტო გაზგასამართი სადგური: გაზსადენის ალტერნატიული ტრაექტორიის მოძიება (დაახლოებით 1,2 კმ.):
    1. მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
    2. აზოვითი ნახაზის მომზადება;
    3. ტოპოგრაფია;
    4. გეოლოგია;
    5. მარშრუტზე მოხვედრილი მიწების საკუთრების დადგენა.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ფინანსური წინადადება დღგ-ს გარეშე.
  • სამუშაოების შესრულების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 24 ნოემბრის 17:00 სთ-მდე;
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 97 88 18 საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგაძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ