ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1944 - ტენდერი ნატახტარის ხის მაგიდების და სკამების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #-EF-GE/282
ბ) დანიშნულება: 860 კომპლექტი ნატახტარის ხის მაგიდებისა და სკამების შესყიდვა.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • დიზაინი.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2017 წლის თებერვლის ბოლომდე;
  • გადახდის პირობები: 2018 წლის იანვარი;
  • ნატახტრის კომპლექტის ზომები: 1200х800х75; ლოგო უნდა იყოს ამომწვარი;
  • იმ შემთხვევაში თუ არ შეგიძლიათ ზუსტად იგივე მოდელის დამზადება, შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ალტერნატივები.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი".

შემოთავაზების მიღება იწყება 17.11.2016 16:00

შემოთავაზების მიღება მთავრდება 25.11.2016 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. ლომისი/ ლუდსახარში ნატახტარი
სათავო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ