ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1951 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმატორების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმატორების შესყიდვაზე.

შესასყიდი ობიექტების ჩამონათვალი:

  • შიდა დადგმულობის დენის მშრალი ტრანსფორმატორი 10კვ - 10/5 - 8 ცალი;
  • შიდა დადგულობის დენის მშრალი ტრანსფორმატორი 6კვ - 750/5 - 3 ცალი;
  • გარე დადგმულობის დენის მშრალი ტრანსფორმატორი 35კვ - 75/5 - 2 ცალი;
  • გარე დადგმულობის ძაბვის მშრალი ტრანსფორმატორი 35 კვ - 3 ცალი.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულებები დღგ-ს გარეშე (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინადადებები მიიღება როგორც სრულ ისე არასწორ პოზიციებზე);
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ; გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი მზად უნდა იყოს, რომ წარმოადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ. მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 8 დეკემბრის 17:00 საათამდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ტექნიკური სპეციფიკაცია - 30%; პროდუქციის მიწოდების ვადა - 20%; გადახდის პირობები - 10%;
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 577 62 62 40, საკონტაქტო პირი მალხაზ სამინავა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ