ჩაბარების ვადა:

5 დეკემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1969 - ტენდერი ხის საძირის შესყიდვის შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ხის საძირის შესყიდვის შესახებ.

  • ხის საძირის სპეციფიკა და ზომები გთხოვთ იხილოთ დანართში;
  • ხის საძირის თვიური მოთხოვნაა დაახლოებით - 8000 ცალი;

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება 2016 წლის 5 დეკემბრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება.

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე სამი სახის ხის საძირის შესაბამისად:
    1. დანართში მოცემული ნახაზი #1-ის შესაბამისად - 1 ცალი ჩვეულებრივი ხის საძირის ფასი და იგივე ნახაზის მიხედვით 1ცალი თერმულად დამუშვებული ხის საძირის ფასი;
    2. დანართში მოცემული ნახაზი #2-ის შესაბამისად - 1 ცალი თერმულად დამუშავებული ხის საძირის ფასი;

გაითვალისწინეთ, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით!
ასევე, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: aalaverdashvili@mina.com.ge 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ