ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1975 - ტენდერი ავტოგასამართ სადგურზე მდებარე საიჯარო ფართების იჯარით გადაცემისა და ავტო სამრეცხაოების მოწყობის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "რომპეტროლ საქართველო" საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს ავტოგასამართ სადგურებს (შემდგომში "აგს"), აღნიშნულ აგს-ებზე განთავსებულია ფართები, რომლებიც განკუთვნილია ავტო-სამრეცხაოებისთვის.

რომპეტროლ საქართველო წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გეგმავს აღნიშნული ფართების იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირებისთვის გადაცემას. საჯარო ფართების ჩამონათვალი მოცემულია დანართი #2-ში.

ტენდერი მოიცავს ორ ეტაპს:

  • 1 ეტაპი - დოკუმენტების განხილვა;
  • 1 ეტაპი - ფასზე შეთანხმება.

წინამდებარე ტენდერის ფარგლებში ტენდერის მონაწილეები ვალდებულნი არიან სატენდერო განაცხადი წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში (პრეტენდენტი არ მონაწილეობს წინადადებების გახსნაში).

წინადადებას თან უნდა დაერთოს ქვემოთ წარმოდგენილი ორიგინალი დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია არაუმეტეს 20 დღის წინ:

  • პრეტენდენტის დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონი/ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის სახელი და გვარი, მოკლე ანოტაცია მსგავს სფეროში არსებული გამოცდილების თაობაზე;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის ცნობა სასამართლოდან პირის ქმედითუნარიანობის შესახებ);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმე;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
  • სამრეცხაოების სავარაუდო დიზაინი (ესკიზი);
  • მინიმუმ ერთი რეკომენდაცია იდენტური მომსახურების მიმღებისგან;
  • პროექტი: რა საქმიანობას განახორციელებს პრეტენდენტი საჯარო ფართზე და როგორ გეგმავს საქმიანობის განვითარებას;

შენიშვნა: წერილების/ცნობების გაცემის თარიღი არ უნდა იყოს 01.11.2016-ზე ადრე.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე.

აღნიშნული დოკუემენტები უნდა იყოს შევსებული და სრულ შესაბამისობაში წინამდებაზე სატენდერო სახელმძღვანელოში მითითებულ სპეციფიკაციებთან. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი: რასრული წინადადებების წარმოდგენა ან წარმოდგენილი წინადადების შეუსაბამობა სატენდერო სახელმძღვანელოსთან.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების გაგზავნის ბოლო ვადაა 28.12.2016-ის ჩათვლით.

დალუქული კონვერტებით სატენდერო წინადადება უნდა გაეგზავნოს რომპეტროლ საქართველოს მისამართზე:
რომპეტროლ საქართველო
საქართველო, ქ. თბილისი 0105
ვ. ვეკუას ქ. #3
იურიდიული დეპარტამენტი
სალომე საცერაძე
ტელ: (+995) 595523545
ელფოსტა: salome.satseradze@rompetrol.com 

კონვერტზე ასევე უნდა მიეთითოს შემდეგი:

  • სატენდერო სახელწოდება: "ავტოგასამართ სადგურზე მდებარე საიჯარო ფართების იჯარით გადაცემისა და ავტო სამრეცხაოების მოწყობის თაობაზე";
  • პრეწტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის დასახელება და სრული მიამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი და ელფოსტა);
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი და დასვათ თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
  • მიმღები განხოფილების დასახელება: "იურიდიული დეპარტამენტი";
  • წარწერა: "კონფიდენციალურია".

ზემოთ მითითებული ვადის შემდეგ გაგზავნილი კონვერტები უნდა დაუბრუნდეს გამგზავნს გაუხსნელი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ