ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1979 - ტენდერი რეგიონალურ სამუშაო შეხვედრაზე კახეთის რეგიონში

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქმიანობა/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 8.12.2016 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება (გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მოთხოვნილ სტანდარტებს და სპეციფიკას. აგრეთვე რამდენი დარბაზი და სამუშაო ოთახი გაქვთ, გაქვთ თუ არა გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების ჩატარების და ა.შ.).

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ-ქართულ, ან ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ შემოთავაზება წარმოადგინოთ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: Regional Team Workshop in Kakheti Region;
  • წარწერა ,,კონფედენციალურია,,
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა,
0108 თბილისი

მიუთითეთ ჩვენი ნიშანი 15.2101.2-001.00
და აგრეთვე ნომერი 83246633

და დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
Eteri.konjaria@giz.de 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 9.12.2016-ისთვის. 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ